მარიამ ჯაში - სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონის საბოლოო კენჭისყრა 16 აპრილს დასრულდება

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონის საბოლოო კენჭისყრა 16 აპრილს დასრულდება. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

დღეს პლენარულ სხდომაზე აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებას მარიამ ჯაში ტექნიკურ პორბლემას უწოდებს და პირობას დებს, რომ საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გპირდებით, რომ 16 აპრილს დამთავრდება კანონის საბოლოო კენჭისყრა. შესაბამისად საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება და კანონის დონეზე მოხსნილი იქნება დუბლირება საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის.

რამდენადაც დღეს პარლამენტში განვითარებულმა პროცესმა ბევრი კითხვა გააჩინა სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის და პირადადაც უამრავი წერილი მივიღე, მინდა გიპასუხოთ რამდენიმე მთავარ კითხვაზე.

პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ტექნიკური პრობლემის გამო, ვერ დასრულდა სასკოლო გამოცდების რეფორმის დამტკიცება.

აბსოლუტურად გასაგებია საზოგადოების რეაქცია და პირადად მეც მთლიანად ვიზიარებ ამ შეცდომის უაღრესად კრიტიკულ შეფასებას.

აქვე მინდა დაგარწმუნოთ, რომ კანონპროექტმა უკვე წარმატებით გაიარა 5 ეტაპი - 3 საკომიტეტო და 2 პლენარულ სესიაზე განხილვა და კენჭისყრა.

პროცედურულად დარჩენილია მხოლოდ 1 დასკვნითი კენჭისყრა, რომელიც დასრულდება უახლოეს პლენარულ სხდომაზე - 16 აპრილს.

გპირდებით, რომ 16 აპრილს დამთავრდება კანონის საბოლოო კენჭისყრა. შესაბამისად, საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება. კანონის დონეზე მოხსნილი იქნება დუბლირება საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის. ცენტრალიზებულად დარჩება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც უმაღლეს საფეხურზე სწავლის გაგრძელების საფუძველი,” - წერს მარიამ ჯაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო