შოთა ხაბარელი - გულდასაწყვეტია, რომ ჩემი გუნდის  გუშინდელი წევრები ჩაერთვნენ  პროცედურულ ომში. ღმერთმა დამიფაროს, იგივე ვთქვა ლევან გოგიჩაიშვილზე

როგორც გამოდიოდა "ნაციონალური მოძრაობა" ზუსტად, ამ ნარატივს გაყვნენ. ამან გამაღიზიანა, თორემ ლევან გოგიჩაიშვილს ქვეყნის წინაშე იმდენი დამსახურება აქვს, რომ მასზე არასდროს ვიტყვი, რომ ის "ნაციონალური მოძრაობასთან" ალიანსში შევიდა-მეთქი,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა შოთა ხაბარელმა ჟურნალუსტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა დეპუტატებს შორის პლენარულ სხდომაზე მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე.

ხაბარელის თქმით, პირადად მისთვის გულდასაწყვეტია, რომ "ქართული ოცნების" ყოფილი თანაგუნდელები პროცედურულ ომში ჩაერთვნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან"ერთად. როგორც ხაბარელმა განმარტა, მისი გაღიზიანების მიზეზიც სწორედ ეს იყო სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. "

მე კარგად ვიცი, ვინც არის "ნაციონალური მოძრაობა", რა გაუკეთებია და რა მავნებლობა ჩაუდენია ქვეყნის წინაშე და დღესაც ამ პოზიციით გამოუყურებოდნენ. მართლაც, გულდასაწყვეტია, რომ ჩემი გუნდის გუშინდელი წევრები ჩაერთვნენ ამ პროცედურულ ომში. ღმერთმა დამიფაროს, რომ იგივე ვთქვა ლევან გოგიჩაიშვილზე. ლევანი, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში იყოს, ეს გამორიცხულია, მაგრამ ის სიტუაცია, რომელიც დღეს პარლამენტში დაიხატა ეს ალბათ, არ იყო მისაღები იმ გუნდის წევრებისთვის, ვისთანაც ერთად ვიყავით", - განაცხადა ხაბარელმა.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ლევან კლიმიაშვილი - ტექნიკურ უნივერსიტეტში შუალედური გამოცდების ჩატარება გენერალური რეპეტიცია იყო ფინალური გამოცდებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ