„ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო უარს ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატების - პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის დებატების წაყვანაზე. ამის შესახებ ზელენსკის შტაბის მრცეველმა დიმიტრი რაზუმკოვმა განაცხადა.
„ის იქნებოდა დამოუკიდებელი არბიტრი, რადგან გააკრიტიკებდა ორივე კანდიდატს. ტიმოშენკო რომ დათანხმებულიყო, სტადიონზე ამომრჩეველთა 60 % იქნებოდ აწარმოდგენილი. ანუ, ეს იქნებოდა ქვეყნის ნახევარზე მეტის წარმომადგენლობა“ - განაცხადა მრჩეველმა.
როგორც ცნობილია, 4 აპრილს უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმერ ზელენსკის შტაბში დაადასტურეს, რომ 19 აპრილს ზელენსკისა და მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის დებატები შედგება.