საპარლამენტო უმრავლესობა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს წარადგენს

საპარლამენტო უმრავლესობა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს უახლოეს პერიოდში წარადგენს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განუცხადა.

მანამდე, მან აღნიშნული თემის გარშემო, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა, სადაც ის პარლამენტის მიერ აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონდებლო ინიციატივის ჩაგდებას გამოეხმაურა. როგორც მეზურნიშვილი აცხადებს, ახალი კანონპროექტი უახლოეს პერიოდში იქნება ინიცირებული და იცინიატორთა შორის ლევან გოგიჩაიშვილსაც შეუძლია ყოფნა.

„უახლოეს პერიოდში, ანალოგიური კანონი იქნება ინიცირებული, რომელშიც გარკვეული რეგულაციები შეიცვლება. ამ კანონპროექტს მოვამზადებთ, ბოლომდე დავხვეწავთ და ის აუცილებლად გავა სრული მხარდაჭერით. მართლაც შეიძლება ითქვას, რომ ეს სერიოზული გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ დღევანდელი დღე, კანონის ჩაგდება, შეიფუთა ისე, რომ ვითომ მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ წინააღმდეგია ასეთი ტიპის რეგულაციების. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ არის. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, უახლოეს პერიოდში, იქნება ინიცირებული ანალოგიური კანონი, ამ კანონში გარკვეული რეგულაციები შეიცვლება. თუ გოგიჩაიშვილის ფაქტორმა ითამაშა როლი და არ გვინდოდა გასულიყო მისი ინიცირებით ასეთი ტიპის კანონი, პრობლემას ვერ ვხედავ, იმ კანონის, რომელსაც აბსოლუტური კონსესუსი ექნება და ასევე იქნება მკაცრი რეგუალციები, ინიციატორიც გახდეს გოგიჩაიშვილი“, - განაცხადა მეზურნიშვილმა.

ტელეწამყვანის კითხვაზე, თუ რითი იქნება აღნშნული კანონპროექტი ლევან გოგიჩაიშილის მიერ ინიცირებული კანონპროექტისგან განსხვავებული, მეზურნიშვილმა ასე უპასუხა:

„მთელი რიგი ჯგუფები, მათ შორის, საპატრიარქო არის ჩართული, ასე ვთქვათ, დიალოგია. აქ იქნება ყველა ჯგუფი ჩართული. პირდაპირ გეუბნებით, ამ კანონს მხარს ვუჭერ იდეის დონეზე. სამწუხაროდ, არცერთ იმ კომიტეტზე არ ვესწრებოდი და არ ვიყავი იმ კომიტეტების წევრი, სადაც ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. ამ კანონის და ასეთი მკაცრი ტიპის რეგულაციების აუცილებლობას ვხედავ.

დღეს, პარლამენტში ერთი რამ დავინახე, რომ ამ კანონს, იდეის დონეზე, აბსოლუტურად ყველა ჩემი კოლეგა მხარს უჭერდა. როცა უახლოეს პერიოდზე ვსაუბრობ, წლის ბოლოს არ ვგულისხმობ, უახლოეს პერიოდს ვგულისხმობ. მოვამზადებთ, ბოლომდე დავხვეწავთ ამ კანონპროექტს და ის აუცილებლად გავა სრული მხარდაჭერით“, - განაცხადა მეზურნიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა