ეკა ბესელია ფარულ ჩანაწერებზე  -  საგანგებო განცხადებას გავაკეთებ და სახელს დავარქმევ ყველაფერს

ახლა ისეთი შინაგანი პროტესტი და სამწუხაროდ, ისეთი აღქმა მაქვს ყველაფრის მიმართ, რომ თუ ამაზე არ იქნება პასუხი, ხელისუფლებისთვის ეს ძალიან მძიმე ამბავი იქნება. ამიტომ, მე მათ ვურჩევ, რომ ამ კითხვაზე პასუხი დროულად დადონ, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას.

ეკა ბესელიას თქმით, ის ითხოვს პასუხს კითხვაზე ვინ იყო დანაშაულის ჩამდენი, პირველწყარო. მისივე განამრტებით, მან საგამოძიებო უწყებას პირველწყაროს დასადგენად ერთთვიანი ვადა მისცა.

„ერთი თვე აპრილის ბოლოს გადის. ვიცი, რომ ამ საქმის გამოძიებაში საერთაშორისო პარტნიორებიც არიან ჩართულები, მათ შორის, არიან, ამერიკელებიც. მალე გავეცნობი საქმის მასალებს, ამის უფლება, როგორც მხარეს, მაქვს. შემდეგ ვაპირებ, შემაჯამებელ შეხვედრებს პასუხისმგებელ პირებთან, ვისაც გამოძიება მიჰყავს. ველოდები მთავარ კითხვაზე პასუხს - ვინ იყო ამ დანაშაულის ჩამდენი, პირველწყარო, როგორც პირველ შემთხვევაში, ასევე, მეორე შემთხვევაში. ეს განცდა, რაც ადამიანებს აქვთ, რომ დაუცველები არიან, არის ძალიან სახიფათო, ეს არის წითელი ხაზი. ამ კითხვებზე პასუხს მივიღებ, ან ვერ მივიღებ, იმის მიხედვით მექნება პოზიცია. აუცილებლად, საგანგებო განცხადებას გავაკეთებ და სახელს დავარქმევ ყველაფერს. ეს სახელი როგორი იქნება, დამოკიდებული იქნება შედეგებზე, თუ როგორი იქნება შედეგები. ეს დრო საკმარისია იმისთვის, ერთი მთავარი პასუხი მაინც იყოს ამ კითხვაზე და რაღაც უმწიფარ ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მთელი ეს ტვირთი არ გადავიდეს. რა თქმა უნდა, ყველას რაღაც თავის როლი აქვს, მაგრამ ჩემი ამოცანა არ არის, რომ ოჯახები გაუბედურდეს და ეს სიმძიმე აქეთკენ გადმოიტანონ", - განაცხადა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს