ათათურქის აეროპორტიდან ბოლო ავიარეისი განხორციელდა

სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან ბოლო ავიარეისი განხორციელდა. ბოლო რეისი ავიაკომპანია Turkish Airlines-მა სინგაპურის მიმართულებით, ღამის 02:00 საათზე შეასრულა.

„მსოფლიო ავიაციის ისტორიაში სტამბოლის ახალ აეროპორტში გადასვლის უპრეცედენტო ოპერაცია გრძელდება. ახალ აეროპორტში გადასვლის პროცესი 45 საათის განმავლობაში გაგრძელდება და 6 აპრილს 23:59 საათზე დასრულდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 6 აპრილის 14:00 საათიდან ათათურქის ნაცვლად ფრენები სტამბოლის ახალი აეროპორტიდან განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის აეროპორტის გახსნის ცერემონია გასული წლის 29 ოქტომბერს შედგა.

ახალი აეროპორტის მშენებლობის ყველა ეტაპი 2023 წელს დასრულდება, რის შემდეგაც ის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი აეროპორტი გახდება, რომელიც ყოველწლიურად 200 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

ბოლო ავიარეისი სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან