სამეცნიერო კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, კონფერენცია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

მათი ინფორმაციით, კონფერენციის მთავარი მომხსენებელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისტორიკოსი ჯემალ გამახარია იყო, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირველი წლები გაიხსენეს და ზვიად გამსახურდიას როლზე ისაუბრეს.

კონფერენციაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეროვნული მოძრაობის ლიდერები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა