„თიბისი არტ გალერეაში“ ავსტრიელი ფოტოხელოვანის, ჯორჯ კატსტალერის გამოფენა  - „საქართველოზე ფიქრით“ გაიხსნა

„თიბისი არტ გალერეაში“, ავსტრიელი ფოტოხელოვანის, ჯორჯ კატსტალერის გამოფენა - „საქართველოზე ფიქრით“ გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი 18 ფოტონამუშევარი იმ დიდი ციკლის ნაწილია, რომელზეც ავსტრიელი ფოტოგრაფი სამი წელი მუშაობდა.

მათი ინფორმაციით, პროექტი - „საქართველოზე ფიქრით“ საქართველოს ისტორიის თავისებურ ხედვას წარმოადგენს. ავტორის თქმით, ეს არის მცდელობა ახალი პერსპექტივების აღმოსაჩენად დამთვალიერებელი ოთხ ისტორიულ ეპოქაში ამოგზაუროს: 1800-იან წლებში რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსია; 1918-1921 წლებში დამოუკიდებლობის მოპოვება და დემოკრატიული რესპუბლიკა; საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნა და ბოლოს, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა.

„პროექტზე „საქართველოზე ფიქრით” („intending Georgia“) მუშაობა ჯორჯ კატსტალერმა 2016 წელს დაიწყო. ამ პროექტში ახალგაზრდა ფოტოხელოვანი უარს ამბობს ადრეული ნამუშევრების სწორხაზოვნებაზე, ცდილობს ქვეყნის კულტურაზე უფრო გამთლიანებული ხედვა შემოგვთავაზოს, საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე ახლებურად სასაუბროდ და წარსული ეპოქის ახლებურად დასანახად დიალოგისკენ მოგვიწოდოს.

პროექტის კონცეფციას თვალსაჩინოდ ასახავს მთიანი ლანდშაფტის დიდი პროექცია, ერთგვარი მონუმენტური ინსტალაცია, რომელიც ჯორჯ კატსტალერის საქართველოსადმი პირადი დამოკიდებულების ერთგვარ ხატად მოიაზრება.

ჯორჯ კატსტალერისათვის მთის პეიზაჟები განსაკუთრებული თემაა. თუმცა, თემატიკით არ იზღუდება და დიდი ინტერესით იკვლევს ადამიანის არსებობის მელანქოლიურ ბუნებას. ფოტოების დიდ ნაწილში იგი შეგნებულად გაურბის ადამიანის კვალის ჩვენებას. ხშირად მიმართავს საბჭოთა პერიოდის მიტოვებულ შენობებისა და ომამდელი გერმანიის არქიტექტურის თემებს.

ჯორჯ კატსტალერი ზალცბურგში, ავსტრიაში დაიბადა. სწავლობდა ფოტოგრაფიის სასწავლებელსა და კინოაკადემია - სენ პოლტენის ინსტიტუტში. მუშაობს სხვადასხვა დაკვეთებზე არქიტექტურულ ბიუროებთან და Google SV Europe-თან. არტისტის ნამუშევრები ხშირად არის წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენებსა და მუზეუმების ექსპოზიციებში ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში. თავის პროექტებზე უმუშავია ავსტრიაში, საფრანგეთში, საქართველოში, იტალიასა და შოტლანდიაში.

გამოფენა თიბისი არტ გალერეაში 7 მაისამდე გაგრძელდება,” - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო