ვახტანგ მახარობლიშვილი კოსტა-რიკის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ლათინური ამერიკის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კოსტა-რიკის რესპუბლიკას ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე სან-ხოსეში შეხვდა კოსტა-რიკელ კოლეგას, ლორენა​ აგილარ რეველოს, ასევე კოსტა-რიკის საგარეო ვაჭრობის მინისტრს, დიალა ხიმენეს ფიგერეს, კოსტა-რიკის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, რონალდო კასტრო კორდობასა და საკანონმდებლო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიული კომისიის პრეზიდენტს, ვოლტერ მუნიოს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილეს საქართველოსა და კოსტა-რიკას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე, განათლებისა და კულტურის კუთხით არსებული თანამშრომლობა და ამ მიმართულებებით კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები. აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობა. „ვახტანგ მახარობლიშვილმა თავის კოსტა-რიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. განისაზღვრა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები სავაჭრო-ეკონომიკურ, მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების სფეროებში. შეხვედრის დასასრულს კოსტა-რიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუელ ვენტურა რობლესმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს კოსტა-რიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტთა სამინისტროს მანუელ მარია პერალტას სახელობის დიპლომატიურ ინსტიტუტს და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს შორის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს