მიხეილ გიორგაძე ძალოსანთა ეროვნული ნაკრების ვარჯიშს დაესწრო

ბათუმში დღეს ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ჩემპიონატს ბათუმის ახალი სპორტის სასახლე 6-13 აპრილს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 40-ზე მეტი ქვეყნის 400 სპორტსმენი. საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ მეორედ უმასპინძლებს ევროპირველობას - პირველად ეს მოხდა 2015 წელს, თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში.

მათი ცნობით, 6 აპრილს დაგეგმილია ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონია, რომელიც ჩანიშნულია 13:45 საათზე. გახსნის ცერემონია 30 წუთი გაგრძელდება. ევროპირველობის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები.

„საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ერთი თვეა ბათუმში, ახალ სპორტის სასახლეში გადის მოსამზადებელ შეკრებას. გიორგი ასანიძის გუნდი ევროპირველობაზე პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა. გუნდთან ერთად არის ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, რომელიც, რა თქმა უნდა, მძიმეწონოსანთა შეჯიბრის უმთავრესი ფავორიტია. ევროპის ჩემპიონატზე გარდა მედლებისა, გათამაშდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა: შოთა მიშველაძე (61 კგ.), რამინ შამილიშვილი (61 კგ.), გოგა ჩხეიძე (67 კგ.), არჩილ მალაყმაძე (73 კგ.), ლომია თებიძე (81 კგ.), რევაზ დავითაძე (89 კგ.), ანტონ პლესნოი (96 კგ.), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.), ლაშა ტალახაძე (+109 კგ.), ირაკლი თურმანიძე (+109 კგ.).

რეზერვი: გიორგი დოკვაძე (55 კგ.), გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.), გიორგი ჩხეიძე (+109 კგ.).

ევროპის ჩემპიონატის პროგრამა:

6 აპრილი:

10:00-12:00 საათი: ქალები 45 და 49 კგ (ბ-ჯგუფი)

12:00-13:15 საათი: ვაჟები 55 კგ (ბ-ჯგუფი)

13:45-14:15 საათი: ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია

15:00-17:00 საათი: ქალები 45 კგ (ა-ჯგუფი)

18:00-19:50 საათი: ვაჟები 55 კგ (ა-ჯგუფი)

20:30-22:30 საათი: ქალები 49 კგ (ა-ჯგუფი) „ - ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა