გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბათუმში კონფერენციას: „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის“ დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან და სპეციალისტებთან ერთად, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“ „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის“ კონფერენციას დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობნით, შეხვედრაზე, მხარებმა სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოში თევზმოშენების სფეროში არსებული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ასევე ხაზი გაუსვევს უცხოელი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებას, რათა შესაძლებელი გახდეს არსებული ჰიდროპოტენციალის უფრო ეფექტური გამოყენება ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.

კონფერენციას უკრაინის, თურქეთის, ნორვეგიის, სომხეთის და აზერბაჯიანის თევზმოშენებაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო