დავით ზალკალიანი აშშ-ის სენატორ როი ბლანტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის სენატორ როი ბლანტს (რესპუბლიკური პარტია-მისურის შტატი) შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა. აღინიშნა ამ მიმართულებით აშშ-ის კონგრესის მნიშვნელოვანი როლი და ის ორპარტიული მხარდაჭერა, რაც საქართველოს აქვს აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან.

„ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას კიდევ უფრო განავითაროს აშშ-სთან თანამშრომლობა თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სენატორს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების შესახებ. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის განსაკუთრებით 2017 წლიდან მოყოლებული აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში ასახული საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ამ მხრივ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებსა და ამ მხრივ შექმნილ უაღრესად სავალალო ვითარებას. სენატორმა დაგმო რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში .

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო