ლევან გოგიჩაიშვილი - აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის კანონპროექტი ჩემს გამო ჩავარდა, მაგრამ ნებისმიერ ფასად უნდა გავიდეს - კი ბატონო, არ იყოს ლევან გოგიჩაიშვილის, სხვისი იყოს

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესისა და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი სწორედ იმის გამო ჩააგდო უმრავლესობამ, რომ ინიციატორი თავადაც იყო.

„რა თქმა უნდა, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის კანონპროექტი ჩემს გამო ჩავარდა, მაგრამ ნებისმიერ ფასად უნდა გავიდეს - კი ბატონო, არ იყოს ლევან გოგიჩაიშვილის, სხვისი იყოს“, - განუცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა „ინტერპრესნიუსს“, როდესაც გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებას რომ საპარლამენტო უმრავლესობა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს წარადგენს.

„რაც იკადრეს, არის ადამიანური სიმცირე. ანრი ოხანაშვილზე აღარ მაქვს არანაირი წარმოდგენა, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა, ხმა მისცა ამ კანონპროექტს, ეს ადამიანები ჩემთვის აღარანაირი ფასეულობის აღარ არის. მე უბრალოდ მამუკა ბახტაძესთან მაქვს ეს საკითხი, რაში ჯდება უბრალოდ, აი რა გააკეთე, რა სახელს დაარქმევ?! მე არ მეგონა, რომ მამუკა ბახტაძე ამას იკადრებდა, გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან მაღალი შთაბეჭდილება მქონდა ამ ადამიანზე, არ მეგონა თუ მამუკა ბახტაძე ასე დახურდავდებოდა, არაფერში, რომ არ ჯდება, ისეთ საკითხზე", - განაცხადა ლევან გოგიჩაშვილმა.

პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო.

2 თვეზე მეტია, რაც აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგშია და მას პირველი მოსმენით დღეს უყარეს კენჭი. საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს