მამუკა ბახტაძე ზუგდიდის მოსახლეობას - აუცილებლად ავაშენებთ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკას თქვენს ულამაზეს ქალაქში

„აუცილებლად ავაშენებთ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკას თქვენს ულამაზეს ქალაქში,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის განცხადებით, ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის 2019 წელს 50 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„როგორც შარშან შეგპირდით, წელს ჩვენ ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის გამოვყავით 50 მლნ ლარი. ამასთან ერთად, ზუგდიდში შენდება ახალი ოლიმპიური სტანდარტების მქონე აუზი და ეს იყო თქვენი სურვილი. ასევე აუცილებლად ავაშენებთ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკას თქვენს ულამაზეს ქალაქში,“ - განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს