კახა კალაძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება, განსაკუთრებით, სამეგრელოს წინსვლა იმიტომ, რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება, განსაკუთრებით, სამეგრელოს წინსვლა იმიტომ, რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის დაწყებისას განაცხადა, სადაც ზუგდიდის მერობის კანდიდატს წარადგენენ. კალაძის განცხადებით, აუცილებელია რეგიონების და ქალაქების განვითარება, რაც მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა.

„ძალიან მიხარია, რომ სამეგრელოს ამ ულამაზეს ქალაქში ვიმყოფები. მე ამ რეგიონთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. ნახევრად მეგრელი ვარ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონების განვითრება, განსაკუთრებით, სამეგრელოს წინსვლა იმიტომ, რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქები, როგორ ვითარდება ჩვენი რეგიონები. რა თქმა უნდა, წინსვლა გარდაუვალია, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ერთად დგომა. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. ჯერ კიდევ არსებობს სოციალური პრობლემები. რა თქმა უნდა, ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უნდა განვითარდეს, კიდევ უნდა გავძლიერდეთ, კიდევ უნდა განვითარდეს რეგიონები და ქალაქები, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა უნდა იგრძნოს საკუთარ თავზე. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს