ირაკლი ღარიბაშვილი - თუ ჩვენ აფხაზ ძმებს და დებს არ ვაჩვენეთ, რომ ვართ ერთიანები და ვვითარდებით, მათ ვერ დავარწმუნებთ იმაში, რომ გაერთიანების დრო დადგა

„რამდენიმე კილომეტრში არის ჩვენი ტკივილი და სიამაყე - აფხაზეთი,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ჯერ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და ამის შემდეგ ვიფიქროთ აფხაზეთის დაბრუნებაზე.

„თუ ჩვენ ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს არ ვაჩვენეთ, რომ ვართ სტაბილურად, ვართ ძლიერები, ვართ ერთიანები და ვვითარდებით, ჩვენ მათ ვერ დავარწმუნებთ იმაში, რომ გაერთიანების დრო დადგა. ამიტომ, ეს უნდა გვახსოვდეს. ჯერ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნის გარშემო და ეს მიზანი უნდა იყოს ერთიანი ძლიერი სახელმწიფო. ამის შემდეგ ჩვენ უნდა შემოვიერთოთ ჩვენი ძმები და დები, დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს პარტიის ხელმძღვანელობამ ზუგდიდში მერობის კანდიდატი გეგა შენგელია წარადგინა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 19 მაისს რამდენიმე ქალაქში მერობის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს