კახა კალაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარმოადგინა ადამიანი, რომელიც უსაზღვროდაა შეყვარებული თავის ქალაქზე

მე, როგორც დედაქალაქის მერმა, მინდა გეგა შენგელიას რჩევა მივცე - პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს ზუგდიდელების მოთხოვნები - მხოლოდ ასე შეიძლება მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რაც აწუხებს ზუგდიდს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე, მერობის კანდიდატის გეგა შენგელიას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კალაძემ კანდიდატის ღირსებებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ შენგელია შეყვარებულია თავის რეგიონზე და თავის ქალაქზე.

„მოახლოვდა შუალედური არჩევნები და „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა კანდიდატად ზუგდიდში დაბადებული, გაზრდილი ადამიანი, რომელიც უსაზღვროდაა შეყვარებული თავის ქალაქზე - გეგა შენგელია. მე მინდა გეგას წარმატებები ვუსურვო. ის არის უპატიოსნესი ადამიანი, რომელსაც ჰყავს ძალიან ლამაზი ოჯახი.

მე ძალიან კარგად ვიცი თუ რამდენად მნიშვნელოვანი საზოგადოების, ხალხის მხარდაჭერა. ამის გარეშე მერწმუნეთ, შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე, რაიმე წინსვლაზე ფიქრი, იმ პროექტების განხორციელებაზე საუბარი, რომელიც ზოგადად ჩვენ გვაქვს დაგეგმილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა