ზვიად ძიძიგური - ზუგდიდს ექნება განსაკუთრებული მხარდაჭერა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ

აქ ჩემს ბევრ თანამებრძოლს ვხედავ, ყველას მივესალმები - მინდა გითხრათ, რომ ასეთ ქალაქს სწორედაც რომ განსაკუთრებული მერი სჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გეგა შენგელიას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ძიძიგურმა ზუგდიდის, როგორც ქალაქის ისტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეს ისტორია იცოდნენ ახალგაზრდებმა.

„მე მინდა განსაკუთრებით ახალგაზრდობამ იცოდეს. 1993 წლის 24 სექტემბერს მე ვიყავი ზუგდიდში სხვა ჩემს კოლეგასთან ერთად, უზენაესი საბჭოს წევრთან ერთად, რომელიც ზვიად გამსახურდიას დროინდელი პარლამენტი გახლდათ, როდესაც ზვიად გამსახურდია ჩამოვიდა ზუგდიდში. ეს იყო სრულიად დაუვიწყარი მოვლენა. მე მახსოვს ნახევარ საათში როგორ გაივსო დღეს რომ თავისუფლების მოედანს ვეძახით, ის მოედანი, და ხალხი გზადაგზა იცვამდა ტანზე. გაივსო ისე, რომ ნემსი არ ჩავარდებოდა, ძალიან ძნელი და რთული იყო მაშინ ზვიად გამსახურდიასთვის მხარის დაჭერა, ეს მთელმა სამეგრელომ, ზუგდიდმა მაშინ გაბედა, გააკეთა ის, რასაც გააკეთებს ყველაზე ღირსეული ქალაქი, თუკი ასეთი რამ არის შესაძლებელი. შემდეგ დაისაჯა ამისთვის სამეგრელო - ამ მხარდაჭერისთვის, ზუგდიდიც დაისაჯა, მაგრამ ეს ქალაქი, ეს მხარე დარჩა, იმ მძიმე წლებში, მძიმე წუთებში როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად ეროვნული ქალაქი, პატრიოტული ქალაქი. ფაქტობრივად, დედაქალაქის ფუნქციები ჰქონდა შეთავსებული მაშინ ზუგდიდს, რადგან უზენაესი საბჭოს სხდომები ტარდებოდა, მთავრობის სხდომები ტარდებოდა. ეს არის სრულიად განსაკუთრებული ქალაქი, ახალგაზრდებმა მინდა განსაკუთრებით იცოდეთ, რომ ასეთი ისტორია აქვს ამ ქალაქს, ამ ქალაქის მკვიდრებს“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ზუგდიდს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება.

„აქ ჩემს ბევრ თანამებრძოლს ვხედავ, ყველას მივესალმები, და მინდა გითხრათ, რომ ასეთ ქალაქს სწორედაც რომ განსაკუთრებული მერი სჭირდება. ისეთი მერი სჭირდება, რომელიც იქნება თავისი პატრიოტიზმით, საქმის ცოდნით, თავისი ქალაქის მიმართ ერთგულებით გამორჩეული, სწორედ ასეთი კაცია შერჩეული - გეგა შენგელიას სახით ზუგდიდის მერად. დარწმუნებული ვარ, მის გამარჯვებაში ჩვენ ეჭვი არ გვეპარება. დღეს გეგა შენგელიას წარსადგენად ჩამოსულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩამოსულია „ქართული ოცნების“ ყველაზე თვალსაჩინო და ცნობილი პოლიტიკური ლიდერები, - ეს ნიშნავს იმას, რომ ზუგდიდს ექნება განსაკუთრებული მხარდაჭერა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ეს პოლიტიკურადაც ამას ნიშნავს, მორალურადაც ამას ნიშნავს და ყველა თვალსაზრისით ამას ნიშნავს, რომ ზუგდიდი იქნება სწორედ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, რადგან ამ ქალაქს ეს სჭირდება, ამ ქალაქმა ეს დაიმსახურა. წარმატებები ყველას ერთად, წარმატებები ერთად ვუსურვოთ ბატონ გეგა შენგელიას და დიდი გამარჯვებებისკენ ვიაროთ ყველამ ერთად“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის