ირაკლი ღარიბაშვილი - 9 - წლიან რეჟიმზე საუბარს ის დესტრუქციული ძალები გვაიძულებენ, რომლებსაც ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზია აქვთ

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივანს, ირაკლი ღარიბაშვილს, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დესტრუქციული, არაკონსტრუქციული და რევანშისტული ოპოზიცია მიაჩნია, რომელსაც მისი თქმით, ჯერ კიდევ აქვს პრეტენზია არათუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში მოსვლის.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, წინა ხელისუფლება ქვეყნის სათავეში ვეღარ ჩადგება და აცხადებს, რომ მას „არ დაავიწყდება ის ისტორიები, თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ“.

„შემდეგი პრობლემა, რაზეც მე მიმაჩნია, რომ უნდა გესაუბროთ, არის დესტრუქციული, არაკონსტრუქციული, რევანშისტული ოპოზიცია, რომელიც კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ხშირად ჩვენ გვსაყვედურობენ, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, რომ რით ვერ დავასრულეთ 9- წლიან რეჟიმზე საუბარი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. ამას ჩვენ გვაიძულებენ ის ადამიანები, ის რევანშისტული, დესტრუქციული ძალები, რომლებიც აცხადებენ ჯერ კიდევ პრეტენზიას არათუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების. საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი. ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა. მე პირადად ვიცი უამრავი ისტორია. ეს ისტორიები არ მავიწყდება და არასოდეს არ დამავიწყდება თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ.

ეს უნდა გვახსოვდეს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყუროთ წინ, მომავლისკენ, მაგრამ ჩვენ თუ არ მოვახდინეთ ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა და განეიტრალება, რა თქმა უნდა, არ იქნება მშვიდობა და ხალხი ვერ დაისვენებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ, ჩვენი გუნდი, საერთო ძალისხმევით, მოწოდებულია, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია სამეგრელოში, მაქსიმალური, სწრაფი ტემპებით განვავითაროთ ქვეყანა და ვიყოთ თქვენს სამსახურში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კანპანიის გახსნისა და ზუგდიდის მერობის კანდიდატის - გეგა შენგელიას წარდგენისას.

იხილეთ ვიდეო: 9 წლიან რეჟიმზე საუბარს ის დესტრუქციული ძალები გვაიძულებენ, რომლებსაც ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზია აქვთ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო