„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი  ია კერზაიას საქმეზე - როგორც მოქალაქეს, შეიძლება კითხვები მქონდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება

როგორც მოქალაქეს შეიძლება კითხვებიც მქონდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გეგა შენგელიამ განაცხადა. მისი თქმით, კერზაიას ოჯახი მისი ახლობელია და ის ამ ტრაგედიას ადამიანურად განიცდის.

„ძალიან ვწუხვარ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს ოჯახი ჩემი ახლობელია და ადამიანურად განვიცდი ამ ტრაგედიას. როგორც მოქალაქეს, შეიძლება კითხვებიც მქონდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ჩვენ ამ არჩევნებზე ვიმუშავებთ ხალხთან ურთიერთობის პრინციპით და მათი მხარდაჭერით“, - აღნიშნა შენგელიამ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო