საკრებულოში ღონისძიება „თბილისის გენგეგმების ისტორია 1934-2019 წლებში“ გაიმართა

თბილისის საკრებულოში პროექტის „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ფარგლებში, ღონისძიება „თბილისის გენგეგმების ისტორია 1934-2019 წლებში“ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს პრესსამსახურმა აცნობა.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას პროექტის ავტორი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია უძღვებოდა. მარიკა დარჩიამ საზოგადოებას ამ ისტორიის მთხრობელები წარუდგინა - არქიტექტურის დოქტორი მერაბ ბოლქვაძე და ,,სითი ინსტიტუტი საქართველოს" დირექტორი მამუკა სალუქვაძე. მარიკა დარჩიამ მადლობა გადაუხადა მათ, ასევე დედაქალაქის მერს და მერის მოადგილეს მაია ბითაძეს თბილისის გენერალური გეგმის შემუშავებაში გაწეული საქმიანობისთვის.

„დღეს ტრადიციულად შევიკრიბეთ პროექტის „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ფარგლებში. თემა არის ძალიან საინტერესო: თბილისის გენერალური გეგმების ისტორია. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეიქმნა თბილისის გენგეგმების კოლაჟი, რომელზეც სიმბოლურად ხელს მოაწერენ ისინი, რომლებსაც თბილისის მთავარი დოკუმენტის მიღებაში წვლილი მიუძღვით. როგორც ცნობილია, თბილისის საკრებულომ ცოტა ხნის წინ მიიღო დედაქალაქის მიწათსარგებლობის რიგით მეხუთე გენერალური გეგმა,“- განაცხადა მარიკა დარჩიამ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საინტერესოა თბილისის გენგეგმების ისტორიის მოსმენა, რადგან ეს თემა თითოეულ თბილისელს ეხება.

„ძალიან საინტერესო ღონისძიებაა, რომელიც გენერალური გეგმების ისტორიებს ეძღვნება. ცოტა ხნის წინ, თბილისის საკრებულომ მიიღო დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქალაქის გრძელვადიანი, სწორი და სისტემური განვითარება. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია ჩვენი ქალაქისთვის. საინტერესოა იმ გენერალური გეგმების ისტორიების გაცნობა, რომელიც თბილისს აქამდე ჰქონდა,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, მერაბ ბოლქვაძემ და მამუკა სალუქვაძემ დამსწრე საზოგადოებას 1934-2019 დედაქალაქის გენერალური გეგმების ისტორიები და თბილისის განაშენიანების და ურბანული განვითარების შესახებ მოუთხრეს, რომელიც ქალაქის განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავდა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ მოწვეულ სტუმრებს კალიგრაფ ლეილა ბაღბაიას შესრულებული სახელობითი საჩუქრები გადასცა.

საკრებულოში გამართულ ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე, ასევე არქიტექტორები, დაინტერესებული პირები და სტუდენტები დაესწრნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის