ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართა

6-13 აპრილს ბათუმის ახალი სპორტის სასახლე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 40-ზე მეტი ქვეყნის 400 სპორტსმენი.

მათი ინფორმაციით, საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ, მეორედ უმასპინძლებს ევროპირველობას.

„ევროპირველობის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და ევროპისა და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელმა პირებმა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ერთი თვეა ბათუმში, ახალ სპორტის სასახლეში გადის მოსამზადებელ შეკრებას. გიორგი ასანიძის გუნდი ევროპირველობაზე პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა. გუნდთან ერთად არის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, რომელიც, რა თქმა უნდა, მძიმეწონოსანთა შეჯიბრის უმთავრესი ფავორიტია. მისი გამოსვლა 13 აპრილს იგეგმება.

გარდა მედლებისა, ევროპის ჩემპიონატზე გათამაშდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა