წარმოშობით ქართველმა, ნიუ-იორკში მცხოვრებმა დევიდ პოლ ქეიმ გრიშაშვილის ქუჩაზე Street Art შეასრულა

წარმოშობით ქართველმა, ნიუ-იორკში მცხოვრებმა, თანამედროვე ხელოვნების წამყვანმა არტისტმა, დევიდ პოლ ქეიმ (დავით ხაბურძანიამ) თბილისში, თავისი პირველი Street Art ნამუშევარი შეასრულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ერთ ფერში გავლებული უსასრულო ხაზებით დევიდ პოლ ქეიმ გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ძველი შენობის უსახურ კედელს ახალი სიცოცხლე შესძინა და სივრცე წარმოსახვისთვის გამვლელებს დაუტოვა.

მხატვარს იმედი აქვს, რომ ეს იქნება პიონერი პროექტი, რომელიც ადამიანებს მეტ ყურადღებას მიაქცევინებს ქუჩის არტზე და სულ მალე ჰაშთაგი #TBILISIWALLS დედაქალაქის სხვადასხვა უბნის შენობების კედლებზეც გაჩნდება.

“ვფიქრობ, წლის ბოლოს მომეცემა საშუალება, ისევ ჩამოვიდე თბილისში და იმედი მაქვს 30-40 კედელი მაინც იქნება მოხატული #TBILISIWALLS-ის ეგიდით“, - განაცხადა მხატვარმა.

დევიდ პოლ ქეის ნამუშევარი გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ნაგებობის კედელზეა განთავსებული, რომლის მიმდებარედ, 1000 კვ.მ ფართობზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ახალი სკვერი ეწყობა.

კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ დევიდ პოლ ქეის მადლობა გადაუხადა თბილისისთვის გაკეთებული საჩუქრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული Street Art -ით როგორც თბილისელები, ისე დედაქალაქის სტუმრები დაინტერესდებიან.

პოლ ქეის ნამუშევრები ნიუ- იორკში, ლოს-ანჯელესში, პარიზსა და დუბაიში მრავალრიცხოვანი ჯგუფის შოუებში შედის. მისი მხატვრობით კერძო კოლექციონერები და მსოფლიოს ცნობილი ბრენდები ინტერესდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა