აქციის მონაწილე - 1 აპრილიდან შესული რეგულაციით, ჩანაცვლების თერაპიის მქონე პაციენტები ვდგებით რისკის ქვეშ, რომ ჩამოგვერთვას მართვის უფლება

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი - GeNPUD”, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის და ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, რეგულაციაში, რომლის თანახმად, 1 აპრილიდან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება, არ არიან გათვალისწინებული ჩანაცვლების თერაპიის მქონე პაციენტები.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ მათთვის, ვინც მძიმე ნარკოტიკების ჩანაცვლების მიზნით ექიმის დანიშნულებით მოიხმარენ კონკრეტულ მედიკამენტებს, მეტადონსა და სუბოქსინს, არ შეეხოთ რეგულაცია.

„პირველი აპრილიდან შესული რეგულაციით, ჩანაცვლების თერაპიის მქონე პაციენტები ვდგებით რისკის ქვეშ, რომ ჩამოგვერთვას მართვის უფლებები. ჩვენ ყოველ დღე ვიღებთ ამ მედიკამენტებს, ჩვენ ვისაც უკვე ექიმისგან განსაზღვრული დოზა გვაქვს, არანაირი ეიფორია აღარ გვაქვს და ჩანაცვლების თერაპია იმიტომ ჰქვია, რომ ვანაცვლებთ იმ მძიმე ნარკოტიკებს, რომლებსაც მანამდე მოვიხმარდით.

ჩვენც გააზრებული გვაქვს, რომ არაფხიზელი ადამიანი არ უნდა იჯდეს საჭესთან და არ უნდა შეუქმნას რისკი არც საკუთარ თავს და არც სხვას.

თუკი ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტებს ტესტირების დროს ამოგვივარდება ჩვენი კუთვნილი პრეპარატები, რასაც ვიღებთ, ეს არის მეტადონი და სუბოქსინი, ამ შემთხვევაში არ დაგვეკისროს არანაირი სასჯელი. თუ ამოვარდება სხვა, მზად ვართ პასუხი ვაგოთ",- განაცხადა აქციის მონაწილე კონსტანტინე რუხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა