ეკა ბესელია  -  როცა მოსახლეობას აყურებინებ, რომ წითელს და მწვანეს ვერ გაარჩევ და ასეთი ქაოსის სურათს ქმნი პარლამენტის სახით, ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული საყურებელია

როცა მოსახლეობას აყურებინებ, რომ წითელს და მწვანეს ვერ გაარჩევ და ასეთი ქაოსის სურათს ქმნი პარლამენტის სახით, ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული საყურებელია, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წლების მანძილზე ძალიან ბევრი რამ გააკეთა ინსტუტუციების სიძლიერისთვის კოლეგებთან ერთად და დღეს პარლამენტი ძალიან ცუდ დღეშია.

„დღეს, სამწუხაროდ, პარლამენტი ქვეყანაში ისეთ ორგანოს განასახიერებს, რომელსაც ფერების, მესიჯების, ადრესატების და ახლა უკვე კანონპროექტების არევის კუთხით აქვს განსაკუთრებული სიახლეების პრეტენზია. ეს დარჩება საქართველოს პარლამენტარიზმის ყველაზე ნეგატიური და უარყოფითი სახე.

მე ვისურვებდი, რომ პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარე და დანარჩენებიც, ვინც მნიშვნელოვან პოზიციაზე არიან, დაკავდნენ არა პერსონალური შურისძიებებით და ასეთი გარჩევებით საკუთარ კოლეგებთან, არამედ იმით, რომ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჰქონდეს კარგი იმიჯი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა