აჭარის განათლების მინისტრის ინფორმაციით, რეპრესირებულთა სამარხებში აღმოჩენილ ნეშტებს პატივით დაკრძალავენ და მთავრობა მათი საფალავების მოწყობაზეც იზრუნებს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, ინგა შამილიშვილის განცხადებით, 1937-38 წლებში რეპრესირებულთა სამარხებში აღმოჩენილ ნეშტებს პატივით დაკრძალავენ და მთავრობა მათი საფალავების მოწყობაზეც იზრუნებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივი მთავრობა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიასთან ერთად მუშაობს.

„საკითხის გადაწყვეტაში ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, კერძოდ მეუფე დიმიტრი ჩართულია. ასევე ინფორმირებულია ადგილობრივი მთავრობა“, - განაცხადა ინგა შამილიშვილმა.

შეგახსენებთ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 338 ნომერში, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინა. მათი ინფორმაციით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული. ეპარქიის ინფორმაციით, რეპრესირებულთა ნეშტებს 21 აპრილს დაკრძალავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა