საქართველოში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ვაკის პარკში სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამის შესხებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში. სპორტის დღის ფარგლებში, მოეწყო სპორტული ავტომობილების გამოფენა. ღონისძიება, რომლის დევიზი იყო „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით ჩატარდა.

სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ პრეზიდენტმა მაია აზარაშვილმა.

სპორტულ აქტივობებს შეუერთდნენ თბილისის მერიისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები პროფესიონალ და მოყვარულ სპორტსმენებთან ერთად.

საქართველო წელს მეექვსედ შეუერთდა გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული. სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2 აპრილიდან საქართველომ მონაწილეობა მიიღო „თეთრი ბარათის“ - #WhiteCard-ის კამპანიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა