მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში, თუმცა გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს გამოწვევები

ჩვენ გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში, თუმცა გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს გამოწვევები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 21-ე საუკუნეში, რომლის ხელწერა მაღალი ტექნოლოგიები და სწრაფი განვითარება იქნება, განსაკუთრებულ გამოწვევას საქართველოს უნიკალური ბუნების შენარჩუნება წარმოადგენს.

„რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ ჩვენი მთავრობის ხედვა მწვანე ეკონომიკასთან და მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამავე დროს ავიღეთ ვალდებულება, რომ წლობით დაგროვილ ეკოლოგიურ პრობლემენს გადავჭრიდით და სწორედ მწვანე ეკონომიკა გახდებოდა ჩვენი ეროვნული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც მინდა გავიმეორო - საქართველოს აქვს ორი სიმდიდრე - პირველი ეს არის ჩვენი საზოგადოება და მეორე - ეს არის ჩვენი უნიკალური ბუნება. ქართველ ადამიანს ყოველთვის განსაკუთრებული სულიერი კავშირი ჰქონდა ბუნებასთან და ქართველები ყოველთვის ჰარმონიულად ცხოვრობდნენ ბუნებაში. 21-ე საუკუნეში, რომლის ხელწერა იქნება მაღალი ტექნოლოგიები და სწრაფი განვითარება, ჩვენთვის განსაკუთრებული გამოწვევაა, რომ ჩვენი უნიკალური ბუნება შევუნარჩუნოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს. დიახ, ჩვენ გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში და ამავე დროს ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს გამოწვევები. უფრო მეტიც, როგორ გახდეს საქართველო მოწინავე ქვეყანა თავისი მწვანე ეკონომიკით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაცია აბანოთუბანში გაიმართა. საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: aienergy-ს, aicar-ი aipower-სა და aiproduction. ჰოლდინგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში პირველი ინდუსტრიული ბიზნეს ჯგუფია, რომელიც ეკოლოგიური მიმართულებების პროექტებში კომპლექსურად იწყებს ინვესტიციეის განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგი მოიცავს „ქარშეარინგის“, ელექტროდამტენების და მზის პანელების დამონტაჟების სერვისს და კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაა. სულ რამოდენიმე დღის წინ აღნიშნულ საკითხზე გაფორმდა მემორანდუმი კომაპნია Aigroup-სა და უმსხივლეს 157 წლიანი ინდუსტრიული ისტორიის მქონე, ჩინურ კომპანია Changan-ს შორის. მემორანდუმის საფუძველზე, ქართული ბრენდით ელექტრომობილი პირველად შეიქმნება, რომლის გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.

პრემიერ-მინისტრი აბანოთუბანში გამართულ პრეზენტაციაზე თბილისის მერ, კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო