გიორგი ქობულია - ელექტრომობილების პროექტი პოტენციური ინვესტორებისთვის მაგალითი გახდება, რომ საქართველო მზად არის ასეთი მსხვილი ინვესტიციების მისაღებად

ელექტრომობილების წარმოება მაგალითის მიმცემი იქნება სხვა კომპანიებისთვის, მათ შორის, ელექტრონიკის წარმოებით დაკავებული კორპორაციებისთვის. ამას უყურებენ პოტენციური ინვესტორები და ეს პროექტი გახდება მაგალითი მათთვის, რომ საქართველო მზად არის ასეთი მსხვილი ინვესტიციების მისაღებად", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ სამხრეთ კავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასეთი ტიპის პროექტები საქართველოსთის არის უნიკალური.

„ამ პროექტისთვის იბრძოდა რამდენიმე ქვეყანა და საქართველომ აბ ბრძოლაში გაიმარჯვა. ეს პროექტი ნიშნავს ათასობით სამუშაო ადგილს; ნიშნავს ექსპორტს, რადგან წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი იქნება ექსპორტირებული ევროკავშირში; ეს ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან ასეთ შედეგებს უკვე იძლევა, ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ელექტრომობილების წარმოებაში რამდენიმე ათეული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ეტაპობრივად მოხდება წარმოების გაფართოება.

„თავდაპირველად, კომპანია შემოიტანს მანქანების შემადგენელ ნაწილებს, რომელთა მონტაჟიც და აწყობაც საქართველოში მოხდება, შემდეგ კი უშუალოდ ამ შემადგენელი ნაწილების წარმოების ლოკალიზებაც განხორციელდება. ქუთაისში, ელექტრომობილების წარმოება დიდ ბიძგს მისცემს მის ირგვლივ სხვა წარმოებების განვითარებას, რომლებიც ჩართული იქნებიან აღნიშნული საწარმოსთვის სერვისების გაწევით, დამკომპლექტებელი ნაწილების მიწოდებით და ა.შ. ეს არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის აღორძინებას", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფი აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: aienergy-ს, aicar-ი aipower-სა და aiproduction. ჰოლდინგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში პირველი ინდუსტრიული ბიზნეს ჯგუფია, რომელიც ეკოლოგიური მიმართულებების პროექტებში კომპლექსურად იწყებს ინვესტიციეის განხორციელებას. ჰოლდინგი მოიცავს "ქარშეარინგის", ელექტროდამტენების და მზის პანელების დამონტაჟების სერვისს. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაა. აღნიშნულ საკითხზე გაფორმდა მემორანდუმი კომაპნია Aigroup-სა და 157-წლიანი ინდუსტრიული ისტორიის მქონე ჩინურ კომპანია Changan-ს შორის. მემორანდუმის საფუძველზე, ქართული ბრენდით ელექტრომობილი პირველად შეიქმნება, რომლის გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა