ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“  მემორანდუმები გააფორმა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა კიდევ ერთი ინიციატივა წარადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან აცნობეს, ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, საზოგადოებრივ კოლეჯებთან: „სპექტრი“, „ფაზისი“, „თეთნულდი“, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან.

როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ აღნიშნა, ფონდის ფინანსური დახმარებით, პროფესიულმა სასწავლებლებმა შექმნეს ახალი სასწავლო პროგრამები და მათ კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში“ შემდეგ პროფესიებში: ნავსადგურის ამწის ოპერატორი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, შრომის უსაფრთხოება, შედუღება, ელექტრო ინჟინერია, მექანიკური ინჟინერია.

„აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს ერთობლივად განახორციელონ ქალების ეკონომიკური გაძლიერების პროექტი, რომელიც ქალებს მისცემს დასაქმების შესაძლებლობას“, - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

ურთიერთთანამშრომლობის აღნიშნული პროექტი სთავაზობს დაინტერესებულ ქალებს სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას, საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრებლით უზრუნველყოფას და დაზღვევას.

„გენდერული უთანასწორობა, ხშირად, ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. შესაბამისად, ფონდის მიზანია თანაბარი წვდომისა და სარგებელის, სოციალური ჩართულობისა და გენდერული ინტეგრაციის უზრუნველყოფა კომპაქტის ყველა პროგრამაში.

აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს ერთობლივად განახორციელონ ქალების ეკონომიკური გაძლიერების პროექტი, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება ქალებს, მიიღონ დასაქმების შესაძლებლობები, განავითარონ პროფესიული უნარები უსაფრთხო სამუშაო გარემოში, ხელი შეუწყონ შრომის ბაზარზე არსებული სტერეოტიპების მსხვრევას და ამით შეცვალონ ნავსადგურის საორგანიზაციო კულტურა და გარემო“, - აღნიშნავენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან და პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობა, რადგან ფოთის ტერმინალში გვჭირდება დასაქმებული ქალი. გვჯერა, რომ მრავალფეროვნებას მოაქვს უფრო მეტი განვითარება, მეტი განსხვავებული აზრი, რაც ბიზნესისთვის ასე სასარგებლოა“, - განაცხადა ფოთის საზღვაო ნავსადგურის დირექტორმა, კლაუს ჰოლმ ლოუერსენმა.

ღონისძიება ორგანიზებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ, რომელიც ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტს საქართველოში და მიზნად ისახავს ეკონომიკის ზრდას ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესების გზით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს