საქართველოში გეოლოგიის დღე აღინიშნება

საქართველოში გეოლოგიის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა გეოლოგებს პროფესიული დღე მიულოცა და შეხვედრაზე მიწვეულ სტუმრებს მიმდინარე სამუშაოები და სამომავლო გეგმები გაცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, გეოლოგიური მონიტორინგის კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა, 2018 წელს გეოლოგიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) გააქტიურებასთან დაკავშირებით შედგენილი იქნა 305 ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.

„ 2018 წელს შეფასდა გეოლოგიური სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების შედეგად 587 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 1245 მოსახლის საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.

მომზადდა ყაზბეგის და დარიალის ფურცლების (K-38-XV-IX) გეოლოგიური ანგარიში, 4 ჭაბურღილზე დამონტაჟდა თანამედროვე ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგული აპარატურა, რომელიც ონლაინ რეჟიმში იძლევა ინფორმაციას წყლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ.

გრძელდება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის ავტომატურ რეჟიმში მონაცემების მიღება-დამუშავება, მომზადდა საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი „საქართველოში 2018 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2019 წლისთვის“.

საქართველოში პირველი გეოლოგიური სამუშაოები 1841 წლით თარიღდება, ხოლო საველე გეოლოგიური კვლევები და პირველი ნაშრომები კი 1843 წელს გამოქვეყნდა. სწორედ 1841 წლიდან საქართველოში უკვე სათავეს იღებს სისტემური გეოლოგიური კვლევები, რომელიც დღემდე გრძელდება. სააგენტოს უფროსმა მადლობა გადაუხადა დარგის სპეციალისტებს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.შშეხვედრის დასრულების შემდეგ სპეცაილისტებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ პარფიუმერული ქსელისგან „ისი-პარი“, კომპანიისგან „PSP” და ერუვნული საშენი მეურნეობისგან“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო