2019 წლის პირველ სამ თვეში თბილისში 7845 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს

მხოლოდ მარტის თვეში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა, დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელ ბინებში 2915 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღიაკამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ავრცელებს.

იანვრის თვეში კომპანიის წარმომადგენლებმა 2381 დანადგარი ჩაჭრეს, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს. თებერვალში კი ასეთი 2549 შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება მარტის თვეს, კომპანიის ინფორმაციით, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყვნენ გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღიაკამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

ინფორმაციის თანახმად, მარტის თვეში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორის რაიონში დაფიქსირდა - 585, რომელსაც ჩუღურეთის რაიონი - 430 და სანზონის რაიონი 332 მოსდევს. რაც შეეხება დანარჩენ რაიონებს: ნაძალადევი – 284, გლდანი – 231, მთაწმინდა – 194, კრწანისი – 165, ვაზისუბანი – 145, ვაკე – 96, დიდუბე – 58, ნუცუბიძე – 49, წყნეთი – 34,დიღომი – 25.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს ვიდეოს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო