ყაზტრანსგაზი - დიღმის მასივში მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა

კომპანია „ყაზტრანსგაზი“ თბილისი, დიღმის მასივში, მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის აალების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების განმარტებით, დიღის მასივში, მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძებო მოქმედებები.

მეზობლების ინფორმაციით, ბინა, სადაც აალება მოხდა ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. წინასწარი ინფორმაციით, დამქირავებლებმა საცხოვრებელი ფართი გუშინ დატოვეს.

„ყატრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას არ დატოვონ გაზდანადგარები უყურადღებოდ. გაუფრთხილდით თქვენი და მეზობელების სიცოცხლეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

დიღმის მასივში აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

იხილეთ ვიდეო: ყაზტრანსგაზის სპეციალური განცხადება დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებაზე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა