შსს - დიღმის მასივში აფეთქებასთან ყველა საგამოძიებო მოქმედება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იკითხება ყველა პირი, მათ შორის „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები

დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დარწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და ყველა საგამოძიებო მოქმედება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - იკითხება ყველა პირი, მათ შორის „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დიღმის მასივში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, შვიდი პირი, მათ შორის შვიდი თვის ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

“დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა. გამოძიება აუცილებლად დაადგენს აფეთქების მიზეზებს. სრულად ევაკუირებულია ყველა მოქელაქე და სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვაჟა სირაძემ.

დიღმის მასივში აფეთქება მეოთხე კვარტალში, მე-5 კორპუსში, მე-4 სართულზე მოხდა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო