წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელებისთვის მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემა იქნება შესაძლებელი

წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტებისათვის მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემა იქნება შესაძლებელი.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა აუქციონის წესით ხდება. კანონმდებლობა ლიცენზიის პირდაპირი წესით - აუქციონის გარეშე გაცემას იცნობს, თუმცა ეს გამონაკლისი მოიცავს მხოლოდ ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის გარეგანი მოხმარების მიწისქვეშა მინერალური წყლითა და სამკურნალო ტალახით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის შესაძლებლობას.

ამ მიმართულებით კი მთავრობა პარლამენტს “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს სთავაზობს, რომელიც ინიცირებისათვის პარლამენტის ბიუროს 8 აპრილის სხდომაზე წარედგინება.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იქმნება სამართლებრივი მექანიზმი იმისთვის, რომ პირდაპირი წესით გაიცეს ლიცენზია მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებისთვის. ამავე პროექტით, ლიცენზია შესაძლოა პირდაპირი წესით გაიცეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვებისათვის, წელიწადში არაუმეტეს 5 000 კუბური მეტრის მოპოვების უფლებით.

პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და წიაღის ეროვნულმა სააგენტომ მოამზადეს. კანონპროექტის ინიციატორია - მთავრობა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა