დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსის, სადაც აფეთქება მოხდა, მცხოვრებთა ნაწილი თბილისის მერიას დახმარებას სთხოვს

დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მესამე მიკრორაიონის მე-5 კორპუსში მცხოვრებთა ნაწილი თბილისის მერიას დახმარებას სთხოვს.

როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნეს, აფეთქების შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა მათი ბინები. განსაკუთრებით იმ სადარბაზოს პირველი, მეორე, მეოთხე სართულები, სადაც აფეთქება მოხდა.

მოქალაქეთა განცხადებით, დაზიანებულია როგორც კედლები, ასევე ჭერი და აღნიშნავენ, რომ ბინებში ყოფნა სახიფათოა. ისინი თბილისის მერიას საცხოვრებელი ფართებით დროებით დაკმაყოფილებას და სარემონტო სამუშაოებში დახმარებას სთხოვენ.

ამასთან მე-4 კორპუსის მცხოვრებლები თქმით, მე-5 კორპუსში აფეთქების შედეგად გამოწვეულმა წნევამ დააზიანა მათი ბინების კედლები, დეფორმირება მიიღო კარებებმა და ფანჯრებმა, დამტვრეულია წვრილმანი ინვენტარიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, კორპუსის მცხოვრებთა ნაწილი შესაბამისი სამსახურების მიერ კორპუსის მდგრადობის შესწავლას მოითხოვს.

მე-5 კორპუსში დღეს აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა