გლდანის რაიონში წყალარინების ქსელის მოწყობის მეორე ეტაპი დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის დასახლებაში, წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს აწარმოებს.

სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერის დავალებით, დასახლებაში სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და გარდამავალი პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის ფარგლებში 1.2 კმ სიგრძის ცენტრალური კოლექტორი მოეწყო. მეორე ეტაპზე, ვარდისუბნის ქუჩაზე, 2.5 კილომეტრზე, 500 მმ გარე ქსელი და 100 ერთეული ჭა მოეწყობა.

“მუხიანის აგარაკებზე წყალარინების სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს. აქ მსგავსი სისტემა არასდროს ყოფილა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანს სერიოზული დისკომფორტი ექმნებოდა. სამუშაოების ჩატარება გასულ წელს დავიწყეთ. პროექტი დაახლოებით ივლისში მთლიანად დასრულდება. როგორც წყალარინების სისტემა, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება. ამ ეტაპზე ცენტრალური დაერთების სამუშაოები დასრულებულია, ახლა კი ქუჩებში დაქსელვის სამუშაოები იწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წყალარინების გარე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “გზა“ აწარმოებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაზე 750 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები მერთან ერთად დღეს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა