დეკანოზი იოანე გორელიშვილი - ხელვაჩაურის სამარხში აღმოჩენილ ნეშტებთან დაკავშირებით რელიგიური რიტუალი არ ჩატარდება, რადგან შეუძლებელია მათი აღმსარებლობის დადგენა

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი დაახლოებით ორი წლის წინ აღმოაჩინეს,- ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესპიკერმა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ნეშტები ბათუმში, ღვისმშობლის შობის საკათედრო ტაძარის სარდაფშია დასვენებული. დეკანოზი აცხადებს, რომ პირველადი დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ რეპრესირებულთა შორის სამი მართლმადიდებელი სასულიერო პირია.

„თითქმის 2 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუ რა პროცედურები უნდა ჩატარებოდა ნეშტებს. მათი ექსპერტიზა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, დაახლოებით 150 ადამიანის ნეშტია, რომლებიც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან: მართლმადიდებელი, კათოლიკე, მუსლიმები და ებრაელები. არანაირი რელიგიური რიტუალი არ ჩატარდება მათი დაკრძალვის დროს, რადგან შეუძლებელია გაარკვიო, რომელი ადამიანი რომელი რელიგიის მიმდევარია. ამიტომ შეუძლია ყველა სასულიერო პირს და მოქალაქეს, დაკრძალვას დაესწროს. რაც შეეხება ფაქტის გახმაურებას, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რეპრესირებული ადამიანები იყვნენ დაკრძალული. 21 აპრილს რეპრესირებულთა ნეშტებს იმავე ტერიტორიაზე პატივით დავკრძალავთ",- განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის