უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად გამოცხადდა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 მარტის უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

საარჩევნო ადმინისტრაციის სხდომაზე გამოცხადდა, რომ დამუშავებული ოქმების თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატმა ვლადიმერ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30.24 % მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 15.95 %. არჩევნებში კი ამომრჩეველთა აქტივობამ 62.8 % შეადგინა.

ამის შემდეგ, ორივე კანდიდატს უკვე შეუძლია მეორე ტურის ჩატარებამდე, ოფიციალურად აწარმოონ აგიტაცია.

როგორც ცნობილია, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს