ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მუსტაფა შენტოფს სპიკერის პოსტზე არჩევა მოულოცა. ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა თებერვალში ანკარაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობა და შედეგები.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. თურქეთის პარლამენტის სპიკერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის შექმნილი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის მუშაობის გააქტიურების აუცილებლობას.

“მუსტაფა შენტოფმა თურქეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა და მიესალმა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძემ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ახლად არჩეული სპიკერი საქართველოში მოიწვია.

“განვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ასპექტები, ხაზი გავუსვით ამ თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას. სპიკერი დაგვპირდა, რომ მისი თავმჯდომარეობის პირობებშიც გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად, მაღალი რანგის შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

“გამოვიყენეთ შესაძლებლობა, ორმხრივი შეხვედრა გაგვემართა ჩემს ქართველ კოლეგასთან. გვსურს, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის. საქართველო ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. ქართველები ჩვენი ძმები და დები არიან და ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო გავაღრავოთ ჩვენს ხალხებს შორის არსებული და-ძმური კავშირები. გვწამს, რომ მაღალი რანგის შეხვედრებს ამ მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა მუსტაფა შენტოფმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს