საქართველოს ბაპტისტური ეკლესია დღეს ხარებას აღნიშნავს

საქართველოს ბაპტისტური ეკლესია დღეს ხარებას დღესასწაულობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

„ქრისტოლოგიაში ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად და საუკუნეების მანძილზე დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულად ითვლება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს, სიკეთესა და წარმატებებს უსურვებს მათ“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.