„ცენტრ პოინტის" საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე დღეს, შესაძლოა, მაია რჩეულიშვილის მიმართ განაჩენი გამოაცხადონ

ცენტრ პოინტის" საქმეზე "მიონის" ეპიზოდზე დღეს, შესაძლოა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული მაია რჩეულიშვილი დაკითხონ. აღნიშნული საქმე დასკვნით ეტაპზეა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვან. ამის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა და გამორიცხული არ არის, განაჩენი დღესვე გამოაცხადოს, ვინაიდან, 10 აპრილს, საქმეს ორწლიანი განხილვის ვადა ეწურება.

როგორც საქმის პროკურორი, დავით გუმბერიძე აცხადებს, პროკურატურას ერთ-ერთი ბრადებულის ჩვენება აქვს, რომელიც მაია რჩეულიშვილის მიმართ უშუალოდ მამხილებელ ჩვენებას იძლევა. საუბარია, ქეთევან ჟორდანიაზე, რომელიც სწორედ იმ ობიექტის ხელმძღვანელი პირი იყო, საიდანაც მოხდა თანხების მითვისება.

როგორც გუმბერიძე აცხადებს, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. მისივე თქმით, თუკი, სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, სასჯელი იმაზე უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე რჩეულიშვილს სასამართლომ სხვა ეპიზოდზე განუსაზღვრა.

მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს