აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კირსტიენ ნილსენი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა.

„შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კირსტიენ ნილსენი თავის თანამდებობას ტოვებს. მინდა მადლობა გადავუხადო მას გაწეული სამუშაოსთვის“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად აშშ-ს საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი, კევინ მაკელინენი დაინიშნა.

საინფორმაციო პორტალი Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ნილსენს საიმიგრაციო საკითხებში მკაფიო პოზიცია არ ჰქონდა ჩამოყალიბებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს