პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის შესახებ კონფერენციაზე - საკმაოდ უჩვეულოა, რომ პრეზიდენტი ესწრებოდეს ამ ტიპის კონფერენციას - მე გადავწყვიტე, აქ მოვსულიყავი

საკმაოდ უჩვეულოა, რომ პრეზიდენტი ესწრებოდეს ამ ტიპის კონფერენციას და მე გადავწყვიტე, რომ აქ მოვსულიყავი და დავსწრებოდი კონფერენციის გახსნას, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს განვითარება გადის თავისი რეგიონების და ამდენად, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო კონფერენციის „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა არის ქართული ეკონომიკის წარსული ძლიერების საფუძველი, მაგრამ თანამედროვე პრინციპებზე აგებული სოფლის მეურნეობის გარეშე ეს დარგი ვერ გახდება მომავალი განვითარების საფუძველი.

"ბატონო მინისტრო, ბატონო ელჩებო, დიდი პატივია ჩემთვის, რომ დღეს ვესწრები ამ, მე მგონი, ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას. რამეთუ ეს ეხება სოფლის განვითარების დარგს, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს არის საფუძველი ჩვენი განვითარების. ჩვენ უნდა ვისწავლოთ დღევანდელ მსოფლიოში რა არის მდგრადი განვითარების პრინციპები და ამ პრინციპებზე ავაგოთ ჩვენი სოფლის მეურნეობა. ეს ნიშნავს, რომ წარსულისგან ტრადიციები უნდა შევინარჩუნოთ. დივერსიფიკაცია, რაც იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი სიმდიდრე, მაგრამ ამის გარდა, უნდა ვისწავლოთ როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა ისე, რომ ხელს არ უშლიდეს გარემოს დაცვას და იყოს ისეთი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკაში ჩაერთვება და არსებულ ბაზრებზე მორგებული იქნება. ამ გზაზე ჩვენი პარტნიორებია ევროკავშირი, გაერო", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა