კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ 19 მაისს დანიშნულ შუალედურ არჩევნებს ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ 19 მაისს დანიშნულ შუალედურ არჩევნებს ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება. ამის შესახებ ჰარცელმა ჟურნალისტებს საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, რა ფორმით მიიღებს ევროკავშირი პროცესში მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია.

„რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს, მე არ ვარ დარწმუნებული რა მოდალობით მიიღებს ევროკავშირი ამ პროცესში მონაწილეობას, მაგრამ გარანტიას გაძლევთ ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ მოვლენებს“, - განაცხადა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს 5 მუნიციპალიტეტში მერის და 8 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა