მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს -  შეძლებ კანონიერება აღადგინო, ჩემი უკრაინული პასპორტი დამიბრუნო და უკრაინაში შემიშვა? - კიევში შეხვედრამდე!

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს მოუწოდა, მას უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს, რომელიც „უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევებით იყო წართმეული“.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, პოროშენკომ მას მოქალაქეობა წაართვა მაშინ, როდესაც ის უკრაინის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.

„მაშინ აშშ-ში გავემგზავრე, რათა აშშ-ს კონგრესში უკრაინის ინტერესებისთვის ლობირება განმეხორციელებინა. თქვენ მე მოქალაქეობა წამართვით უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პოროშენკოს ადმინისტრაციის ზეწოლის გამო სასამართლოები აყოვნებენ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას.

„შეძლებ კანონიერება აღადგინო, ჩემი უკრაინული პასპორტი დამიბრუნო და უკრაინაში შემიშვა? კიევში შეხვედრამდე“, - დასძინა მან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს