ქართულმა „ქარვისფერმა ღვინომ“ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერა მოიპოვა

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში „ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის“ შეტანის საკითხი განხილვის საბოლოო ეტაპზე გადავიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, პარიზში, OIV-ის სათავო ოფისში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის“ სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შეტანის საკითხმა სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერა მოიპოვა. მათი ინფორმაციით, შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო.

OIV-ის პროცედურების შესაბამისად, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება 2020 წელს.

საფრანგეთში ვიზიტის დროს ლევან მეხუზლამ ასევე მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში და შეხვედრები გამართა OIV-ის ხელმძღვანელობასთან.

„ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) 2017 წელს დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო (ქარვისფერი ღვინო) OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს.

ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინოა: შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი“ და საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში,“ - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო