ირაკლი მეზურნიშვილი - კობა გვენეტაძემ წარმოადგინა ფაქტები და უფრო ნათელი გახდა რა ხდებოდა "თიბისი ბანკის", ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის გარშემო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარმოადგინა ფაქტები და უფრო ნათელი გახდა რა ხდებოდა "თიბისი ბანკის", ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის გარშემო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლა ნაყოფიერი იყო, ვინაიდან მან ყველა იმ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, რაც დეპუტატების მხრიდან დაისვა.

„კობა გვენეტაძის გამოსვლა საინტერესო იყო, რადგან მას ჰქონდა ფაქტები. ფაქტები, რომლის გაცნობის შემდეგ უფრო ნათლად დავინახეთ ის სურათი, რაც იყო ჯაფარიძის, ხაზარაძის თუ "თიბისი ბანკის" გარშემო. დეპუტატებს არაერთი შეკითხვა გვქონდა, რომელზეც ამომწურავი პასუხები მივიღეთ", - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

შგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა გაგრძელდება, რომელიც “თიბისი ბანკისა“ და ახალი საბანკო რეგულაციების თაობაზე პარლამენტის წინაშე 5 აპრილის პლენარულ სხდომაზე წარსდგა, თუმცა მოსმენის დასრულება ვერ მოესწრო.

კობა გვენეტაძესთან დეპუტატებს შეკითხვები „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებისა და ახალი საბანკო რეგულაციების შედეგებთან დაკავშირებით აქვთ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს