პროკურორის განმარტებით, თუ მაია რჩეულიშვილი 10 აპრილს სასამართლოში არ გამოცხადდება, მოსამართლე სხდომას აღარ გადადებს და განაჩენს გამოაცხადებს

„ცენტრ პოინტის" საქმეზე „მიონის" ეპიზოდზე ბრალდებულების, მაია რჩეულიშვილისა და ქეთევან ჟორდანიას საქმეზე განაჩენი 10 აპრილს გამოცხადდება.

დღევანდელი პროცესი მაია რჩეულიშვილის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. შემდეგ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვან. სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს რჩეულიშვილმაც.

როგორც საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი, მაია რჩეულიშვილი სასამართლოში არ გამოცხადდება, მოსამართლე სხდომას აღარ გადადებს და განაჩენს გამოაცხადებს.

„მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის პრობლემასთან, კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, სასამართლოზე ინფორმაცია არ გაჟღერებულა. უბრალოდ, ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ ბოლო შანსი მისცემოდა ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს, რომ ჩვენება მიეცა სასამართლოს სხდომაზე. სასამართლოს მხრიდან გაზიარებული იქნა ეს პოზიცია. თუმცა ადვოკატმა განმარტება მიიღო, რომ 10 რიცხვში, ბრალდებულმა ყველა შემთხვევაში უნდა თქვას სააბოლოო სიტყვა, სასამართლოს ჩვენება მისცეს და ამავე დღეს დადგება განაჩენიც", - განაცხადა გუმბერიძემ.

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ დაცვის მხარე საქმეს ხელოვნურად აჭიანურებს.

„ამ მოცემულობით მიგვაჩნია, რომ გაჭიანურებას ცდილობენ. ეს არის დღეების, საათების მოგება იმისთვის, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გაჭიანურდეს“, - განაცხადა ბუმბერიძემ.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს- 2 წლიანი განხილვის ვადა 10 აპრილს ეწურება. შესაბამისად, მოსამართლემ განაჩენი ამ ვადაში უნდა გამოიტანოს.

მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. რაც შეეხება ქეთევან ჟორდანიას, მას საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა