დავით საგანელიძე „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებს შეხვდა

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების“ უნივერსიტეტის სტუდენტებს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე შეხვდა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა. სტუდენტები „საპარტნიორო ფონდის“ პროექტებითა და სტარტაპების დაფინანსების პრინციპით დაინტერესდნენ, რაზეც დავით საგანელიძემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

მისი განცხადებით, „საპარტნიორო ფონდი“ მზად არის, როგორც სხვა, ისე „ბიზნესისა და ტექნოლოგიების“ უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირების პროგრამაში ჩართოს. დავით საგანელიძის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა სტუდენტების სტაჟირებას როგორც „საპარტნიორო ფონდის“ ცენტრალურ ოფისში, ისე ფონდის მიერ დაფინანსებულ საწარმოებში გულისხმობს.

როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, „საპარტნიორო ფონდი“ მიესალმება „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტების ინიციატივას, ფონდის საქმიანობა შეისწავლოს და სტაჟირების პროგრამაში ჩაერთოს.

„ჩემთვის სტუდენტებთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნო იყო და ახლაც საპატიოა მათთან ყოფნა. შეხვედრის თემა რა თქმა უნდა, ძირითადად, „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობაა, მისი მიმართულებები, ამოცანები, თუ როგორი სქემითა და სტრუქტურით მუშაობს ის, რა არის მისი როლი ქვეყნის ეკონომიკური, რეგიონული და სტრუქტურული განვითარების მიმართულებით. რამდენად დიდია ფონდის როლი ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისთვის და უცხოური ინვესტიციების შემოსატანად, რა კონტაქტები და ურთიერთობა აქვს ფონდს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. დიდი დრო დავუთმეთ ასევე პროექტზე „სტარტაპ-საქართველო“ საუბარს. ჩვენგან რამდენიმე პროექტი კალიფორნიაში „სილიკონ ველზეა“ წასული და ეს საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ვინაიდან „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ „სილიკონ ველი საქართველოშის“ ფარგლებშია მოქცეული“- აღნიშნა დავით საგანელიძემ.

შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ დეკანმა ნინო ენუქიძემ. მისი თქმით, უნივერსიტეტი ცდილობს, „სილიკონ ველი თბილისის“ ფარგლებში სამეწარმეო ეკოსისტემა ჩამოაყალიბოს და „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის სტუდენტებთან შეხვედრა სწორედ ამ პროექტის ნაწილია.

„საპარტნიორო ფონდი“ საქართველოში ყველაზე მსხვილი ფონდია, რომელსაც ძალიან დიდი ბიზნეს-პორტფელი აქვს და სხვადასხვა ბიზნეს-სექტორში ბევრ, მრავალფეროვან ინდუსტრიას აფინანსებს. „სილიკონ ველი თბილისის“ ფარგლებში ძალიან ინტენსიურად ვცდილობთ, სამეწარმეო ეკოსისტემა ჩამოვაყალიბოთ, რომლის მთავარი აქტორი იქნება სტუდენტი და რომლის გარშემო სხვადასხვა ფონდი მოიყრის თავს. მოვიწვიეთ დავით საგანელიძე და სტუდენტებისთვის ასეთი რანგის სტუმართან შეხვედრა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სტუდენტებმა გაიგონ ფონდის მუშაობის პრინციპი. რაც მთავარია, სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ინფორმაციის მიღება “საპარტნიორო ფონდის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპონენტიის „სტარტაპ-საქართველოს“ შესახებ - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

„ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციის განცხადებით, სტუდენტებთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა